სველი თუ მშრალი იატაკქვეშა გათბობა — რომელი ჯობია შენს შემთხვევაში?
ორივე სისტემა ათბობს.
განსხვავებას ვგრძნობთ მაშინ, როცა ზამთარი დგება და გათბობას ვრთავთ.
სწრაფი შედარება
ორი სისტემა, ერთი ფუნქცია
ფარდობითი სირთულე და მოვლა
წყლის სისტემა
- მეტი კომპონენტი
- მეტი სირთულე
- მეტი მომსახურება
- 5–10 დღე მონტაჟი
Heat Life
- ნაკლები კომპონენტი
- მარტივი სისტემა
- ნაკლები მოვლა
- 1–2 დღე მონტაჟი
12
წელი საქართველოში
3,200+
დასრულებული ობიექტი
200+
ბანკის ფილიალი
5–10 წ.
გარანტია მონტაჟზე


რეალური ფასი
რატომ არის გათბობის არჩევა იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე უმეტესობას წარმოუდგენია?
ადამიანების უმეტესობა გათბობის სისტემას ირჩევს სარეკლამო კამპანიების, ხელოსნების რჩევებისა და google-ს საშუალებით. არადა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც რემონტის სტადიაზე გვხვდება.
„გათბობის სისტემა ავეჯი ან ტექნიკა არ არის. თუ არ გამოგადგება ვერ გამოცვლი. წლების მანძილზე მოგიწევს შეგუება"
სწორედ ამიტომ — ჯობია სწორი სისტემის შერჩევას დაუთმო მეტი დრო, ვიდრე წლების მანძილზე ინანო.
მოვლა
წყლის სისტემას ყოველი წელი სჭირდება სერვისი. მშრალს — არა.
შეკეთება
გაჟონვა ნიშნავს იატაკის გახსნას. პანელის გაცვლა — ცალკე ერთეულს.
სამომავლო მოქნილობა
მზის პანელები, თბური ტუმბო, ზონალური მართვა — სხვადასხვა მიდგომას სჭირდება.
მფლობელის გამოცდილება
რა ხდება, თუ ბოილერი მაშინ ფუჭდება, როცა -5°-ია გარეთ?
გავარკვიოთ რომელი მუშაობს შენი სახლისთვის
20 წუთი · უფასო · არ გავალდებულებთ
სისტემა #1
როგორ მუშაობს წყლის იატაკქვეშა გათბობა?
წყლის სისტემა ცხელ წყალს ატარებს იატაკის ქვეშ გავლებულ მილებში. სითბო გადადის სტიჟკაში, შემდეგ ფილებში, შემდეგ ოთახში.
ბოილერი ათბობს წყალს — გაზის ან ელექტროენერგიის გამოყენებით. ეს არის სისტემის გული და მისი ყველაზე ძვირი ნაწილი.
ცირკულაციური ტუმბო ამოძრავებს ცხელ წყალს მილების კონტურში. ტუმბო მუშაობს მუდმივად — ე.ი. მუდმივად მოიხმარს ელექტროენერგიას.
კოლექტორი ანაწილებს ნაკადს ოთახებში. სწორი დაბალანსების გარეშე ერთი ოთახი ცხელია, მეორე — ცივი.
ავტომატიკა და თერმოსტატები კონტროლირებენ ტემპერატურას და მართავენ სარქველებს.
ეს არ არის სისტემის წინააღმდეგ. ეს უბრალოდ რეალობაა — მეტი კომპონენტი ნიშნავს მეტ პოტენციურ წერტილს, სადაც სისტემა შეიძლება მოითხოვოს ჩარევა.
წყლის სისტემის სქემა
5 ძირითადი კომპონენტი + დამხმარე
ბოილერი
გაზის / ელ.
ცირკულაციური ტუმბო
წყლის მოძრაობა
კოლექტორი
ნაკადის დაბალანსება
მილების კონტური
PE-RT / PEX
ავტომატიკა
თერმოსტატები
გავარკვიოთ, შენი სახლი ემთხვევა თუ არა წყლის სისტემას
20 წუთი · უფასო · არ გავალდებულებთ
სისტემა #2
როგორ მუშაობს მშრალი ინფრაწითელი სისტემა?
მშრალი სისტემა იყენებს ინფრაწითელ ფირს ან პანელს, რომელიც ელექტროენერგიას პირდაპირ გარდაქმნის სითბოდ. წყალი, ბოილერი, ტუმბო — არ არის.
ინფრაწითელი ფირი განთავსდება იატაკის ქვეშ. იგი გასცემს ინფრაწითელ ტალღას, რომელიც პირდაპირ ათბობს ფიზიკურ ობიექტებს — ფეხებს, ფილებს, ავეჯს — და არა მხოლოდ ჰაერს.
თერმოსტატი კონტროლირებს ტემპერატურას ოთახ-ოთახ. სხვა არცერთი კომპონენტი არ არის — არც ცენტრალური ერთეული, არც კოლექტორი, არც ცირკულაცია.
გაჟონვის რისკი — ნული. წყალი არ არის, ე.ი. ნაკერი არ არის, ე.ი. სტიჟკის გახსნა შეკეთებისთვის — საჭიროც არ ხდება.
რადგან სისტემა მუშაობს ელექტროენერგიაზე, ის პირდაპირ თავსებადია მზის პანელებთან. დღის სითბო — თითქმის უფასო.
Heat Life — მშრალი სისტემის სქემა
2 ძირითადი კომპონენტი. სხვა არაფერი.
ინფრაწითელი ფირი / პანელი
სითბოს გამცემი ელემენტი
თერმოსტატი
ტემპერატურის კონტროლი
გავარკვიოთ, შენი სახლი ემთხვევა თუ არა Heat Life-ს
20 წუთი · უფასო · არ გავალდებულებთ
ფარული ხარჯები
რა არ ჩანს შეთავაზებაში?
მონტაჟის ფასი ჩვეულებრივ ნახევარია მთლიანი ხარჯისა. დანარჩენი ნახევარი იმალება ხელშეკრულების მიღმა — და გამოჩნდება მე-2, მე-5, მე-10 წელს.
წლიური სერვისი
წყლის სისტემაში ბოილერი წლიურ მომსახურებას ითხოვს — 250–500 ლარი. მშრალს — არცერთი.
სათადარიგო ნაწილები
ცირკულაციური ტუმბო, ავტომატიკა, სარქველები — 8–12 წელიწადში იცვლება. გადასახდელია მფლობელმა.
შეკეთება
გაჟონვა იატაკის ქვეშ ნიშნავს ფილების მოხსნას ან სტიჟკის გახსნას. 1,500-დან ბევრად ზევით.
სისტემის სირთულე
მეტი კომპონენტი = მეტი წერტილი, სადაც რაღაც შეიძლება გაფუჭდეს.
დამატებითი მოწყობილობა
თუ მზის პანელებს ემატება, წყლის სისტემაში დამატებითი ჰიბრიდი 6,000–15,000 ლარის ფარგლებში.
სტიჟკის გამშრალება
წყლის სისტემაში 2–3 კვირა, რომელშიც სარემონტო სამუშაოები ჩერდება — ფარული დროითი ხარჯი.
გაიგე რა არ ჩანს შენს შეთავაზებაში
20 წუთი · უფასო · არ გავალდებულებთ
რეალური სცენარი
100 მ² კერძო სახლი — როგორ გამოიყურება ორი არჩევანი
ერთი და იგივე სახლი. ერთი და იგივე მიზანი — თბილი იატაკი. ორი სრულიად განსხვავებული მფლობელის გამოცდილება.
არჩევანი 1
წყლის სისტემა
- მონტაჟი
- 5–10 დღე + 2–3 კვ. სტიჟკის გამშრალება
- სისტემის სირთულე
- 5+ ძირითადი კომპონენტი
- წლიური მოვლა
- 250–500 ₾ / წელ
- ბოილერის გაცვლა
- 12–15 წ.
- გაჟონვის რისკი
- არსებობს
არჩევანი 2
მშრალი ინფრაწითელი
- მონტაჟი
- 1–2 დღე, სტიჟკის გარეშე
- სისტემის სირთულე
- 2 კომპონენტი
- წლიური მოვლა
- არ სჭირდება
- პანელის რესურსი
- 30–50 წ.
- გაჟონვის რისკი
- ნული
გავარკვიოთ, რომელი სცენარი მუშაობს შენთვის
20 წუთი · უფასო · არ გავალდებულებთ
დეტალური შედარება
წყლის სისტემა vs Heat Life — სრული შედარება
ფაქტობრივი მაჩვენებლები, არა მარკეტინგული მტკიცებები. გადაწყვეტილებას იღებ ფაქტებზე დაყრდნობით.
| კრიტერიუმი | წყლის სისტემა | Heat Life |
|---|---|---|
| მონტაჟის სირთულე | 5–10 დღე + სტიჟკის გამშრალება | 1–2 დღე, სტიჟკის გარეშე |
| კომპონენტები | ბოილერი, ტუმბო, კოლექტორი, მილები, ავტომატიკა | პანელი + თერმოსტატი |
| წლიური მომსახურება | 250–500 ₾ | არ სჭირდება |
| შეკეთების სირთულე | იატაკის გახსნა, სტიჟკის რღვევა | ცალკე პანელის შეცვლა |
| გაჟონვის რისკი | არსებობს | ნული |
| მზის პანელებთან თავსებადობა | ჰიბრიდი საჭიროა (+6–15 ათ. ₾) | პირდაპირი |
| სამომავლო სერვისი | ტუმბო/ბოილერი 8–15 წ.-ში იცვლება | 30–50 წ. ცვლის გარეშე |
| სამომავლო მოქნილობა | ცენტრალური სისტემა, ერთიანი ცვლილება | ზონალური, ნაწილობრივი ცვლილება |
| მონტაჟის ღირებულება (100 მ²) | 14,000 – 22,000 ₾ | 8,000 – 14,000 ₾ |
შედარების მიზანი არ არის ერთის ცუდად წარმოჩენა. წყლის სისტემას აქვს შემთხვევები, სადაც ის ჯობია. ქვემოთ — ვინ ირჩევს რომელს.
გავარკვიოთ, რომელი მუშაობს შენი სახლისთვის
20 წუთი · უფასო · არ გავალდებულებთ
ვინ რას ირჩევს
არცერთი არ არის უნივერსალური
ორივე სისტემა მუშაობს. სწორი არჩევანი დამოკიდებულია ობიექტზე — არა ბრენდზე.
წყლის სისტემა შეიძლება ჯობდეს, თუ…
უკვე გაქვს გაზის ბოილერი
სახლი იყენებს გაზის ცენტრალურ ბოილერს — წყლის სისტემა მასზე ერთვის.
შავი კარკასის ეტაპზე ხარ
სტიჟკის ჩასასმელად დრო და ბიუჯეტი დაგეგმილია.
დიდი ფართობი (250+ მ²)
მონტაჟის ფიქსირებული ხარჯი თანაბრად ნაწილდება.
გრძელვადიანი ცენტრალური სისტემა
ერთიანი მართვა მთლიანი სახლისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ზონალური მოქნილობა.
Heat Life შეიძლება ჯობდეს, თუ…
სიმარტივე გჭირდება
მინიმუმი კომპონენტი = მინიმუმი მოვლა და დაზიანების წერტილი.
სამომავლო მოქნილობა მნიშვნელოვანია
ზონალური მართვა, ნაწილობრივი გაცვლა, ეტაპობრივი დამატება.
მზის პანელები გაქვს ან გეგმავ
პირდაპირი თავსებადობა — დღის სითბო თითქმის უფასო.
სირთულე გინდა შეამცირო
ნაკლები ბუხარი, ნაკლები ცირკულაცია, ნაკლები ფარული ხარჯი.
გავარკვიოთ, შენი სახლი რომელ პროფილს ემთხვევა
20 წუთი · უფასო · არ გავალდებულებთ
სად გამოიყენება Heat Life
12 წელი. 3,200+ ობიექტი. ერთი გუნდი.
ბანკის ფილიალები, საკურორტო კომპლექსები, ისტორიული ეკლესიები, კერძო სახლები. ერთი და იგივე სისტემა, რომელსაც გირჩევთ.

საკურორტო კომპლექსი
Dreamland Oasis · ჭაქვი

200+ ფილიალი
საქართველოს ბანკი

ძეგლის დაცვა
ისტორიული ეკლესიები

რეზიდენციული
კერძო ვილები

მრავალერთეულიანი
კოტეჯური დასახლება

კომერციული
ვარჯიშისა და SPA ცენტრები
ხშირი კითხვები
ის, რასაც კონსულტაციამდე ხშირად გვეკითხებიან
პერსონალური შეფასება
რომელი სისტემა ჯობია შენს შემთხვევაში?
უნივერსალური პასუხი არ არსებობს. სწორი სისტემა დამოკიდებულია სახლის ფართობზე, მშენებლობის ეტაპზე, იზოლაციაზე, მიზნებზე, ბიუჯეტზე და სამომავლო გეგმებზე. ყველაზე სწრაფი გზა — პროფესიული შეფასება.
20 წუთი · უფასო · ობიექტური · არ გავალდებულებთ
რას ვაფასებთ კონსულტაციაზე
- სახლის ფართობი და გეგმარება
- მშენებლობის ეტაპი
- კედლების და ჭერის იზოლაცია
- ენერგიის წყარო (გაზი / ელ. / მზე)
- გათბობის მიზნები და ბიუჯეტი
- სამომავლო გეგმები
ამის შემდეგ გეტყვით, რომელი სისტემა მუშაობს შენი სახლისთვის — წყლის, მშრალის, ან ჰიბრიდის. გადაწყვეტილებას იღებთ თქვენ.